3 იანვრიდან დღემდე, საპენსიო სისტემაში 51 870 კერძო კომპანია და სახელმწიფო ორგანიზაცია გაწევრიანდა, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სააგენტოს დღეის მონაცემებით, 793 200 ინდივიდუალური მონაწილე ჰყავს.
,,3 იანვრიდან დღემდე ჩვენს სისტემაში გაწევრიანდა 51 870 კერძო კომპანია და სახელმწიფო ორგანიზაცია სრულად. 793 200 ინდივიდუალური მონაწილე გვყავს დღეის მონაცემებით. ეს პრაქტიკულად 100 პროცენტიანი გაწევრიანებაა, რადგან სტატისტიკის ეროვნული ბიუროს თანახმად, საქართველოში 800 ათასი დასაქმებულია. ჩვენ უკვე ვუახლოვდებით 100 პროცენტს“, – განაცხადა სურგულაძემ. (R)