ოზურგეთის „მერცხალის“ სტადიონიდან, „გურია ნიუსს“ არაერთხელ აცნობეს, რომ თანამშრომლები ხელფასს უკვე, ორ თვეა, ვერ იღებენ.
„რეორგანიზაციაა თუ რაც არის, ჩვენ ხელფასი გვინდა“, _ გვწერენ ისინი.
„გურია ნიუსის“ კითხვაზე, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ეს ფაქტი, სტადიონის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ იურიდიული მხარის მოწესრიგების შემდეგ ყველა მიიღებს კუთვნილ ანაზღაურებას.
_ ვინ ამბობს, რომ ხელფასს არ აძლევენ? ყველამ იცის, რომ ეს იყო ა(ა)იპ ორგანიზაცია. ახლა გაიყო, გუნდი „მერცხალი“ ცალკე გავიდა, სტადიონი ცალკეა და შეიქმნა შპს. ეს იციან ყველგან. მოწესრიგდება იურიდიული მხარე და მერე ყველა მიიღებს კუთვნილ ხელფასს, თან ეს მალე მოხდება, _ გვითხრა ელგუჯა ჩხატარაშვილმა, რომელიც პრესასთან ურთიერთობის ხელმძღვანელად გაგვეცნო.