დღეს დილით, ლანჩხუთში, მედალფას კლინიკასთან დაცვის თანამშრომელმა გარდაცვლილი მამაკაცი იპოვა.
როგოც ამბობენ, მამაკაცი ოზურგეთის მკვიდრია, მას გული აწუხებდა, თავი შეუძლოდ იგრძნო და სავარაუდოდ, წამლის შესაძენად „ავერსის“ აფთიაქში მივიდა. თუმცა, ეს აფთიაქი სადღეღამისო აღარაა და მამაკაცმაც ადრიანი საათების გამო, იქ წამლის შეძენა ვერ შეძლო. აფთიაქის კიბეზე ის დაცვის თანამშრომელმა ნახა, სამწუხაროდ, უკვე გარდაცვლილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს.