მამუკა ბახტაძე უკვე პარლამენტშია. პრემიერი საკანონდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით დაიბარა „ევროპულმა საქართველომ“. მან საკანონმდებლო ორგანოში შესვლისას ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.
როგორც ოპოზიცია ამბობს, პრემიერს მათთვის საკმაოდ მკაცრ კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა._ ანაკლიის და ფოთის პორტის სკანდალი, „თი-ბი-სი“ ბანკის საქმე, დაგროვებითი პენსია, საბანკო რეგულაციები, ლარის გაუფასურება, ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია და ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება – ეს არის კითხვები, რომელზეც პრემიერისგან პასუხს ველოდებით, _ ამბობენ ისინი.
პრემიერთან ერთად პარლამენტში იმყოფება ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა. ის არ იყო ინტერპელაციის წესით დაბარებული. მინისტრთან ბევრი კითხვა დაგროვდა ფოთის პორტთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
ასევე ინტერპელაციის წესით მოუსმენენ ცესკოს თავმჯდომარეს, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ მიიწვია, ჯანდაცვის მინისტრი კი პარლამენტში „ქართული ოცნების“ ინიციატივით მიდის.