1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ხელოვნების სასახლემ “ტყის ღამის სიზმრებს” უმასპინძლა.
სპექტაკლი, ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის მიერ იყო დადგმული.
კოსტუმირებული მონაწილეები, ძალიან ლამაზად გაფორმებული სცენა, ბავშვებისთვის საყვარელი პერსონაჟები, კარგი, დახვეწილი შესრულება და კარგი რეჟისურა _ ასე შეაფასეს დამსწრეებმა “ტყის ღამის სიზმრები”, რომლის მაყურებლის დატევა ხელოვნების სასახლის დარბაზს გაუჭირდა.