წუხელ, გვიან ღამით, ქმარმა 50-წლამდე მეუღლე დაჭრა, მეზობელი მამაკაცი კი მოკლა, _ შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში მოხდა.
დაჭრილი ქალი „გორმედის“ კრიტიკული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ცოლის დაჭრისა და მეზობელი მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა მკვლელობის ადგილზე მიიყვანეს.
დანაშაულის სავარაუდო მოტივი ეჭვიანობაა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს.