საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის თბილისში ჩამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა???? რას ნიშნავს? რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყნის შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ ქყვენის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს. რომელიც კრძალავს – გუშინწინდელი მაგალითი გრემისხევში- ქართველ და ოს ქრისტიანთა ხატთან ერთობლივ მისვლას და ლოცვას, საკუთარი დედ-მამის საფლავების კურთხევას, აფხაზეთის ქართულ ეკლესიების აღდგენას!!!!
აქ მართლმადიდებლური არც არაფერია! რუსეთისთვის ჩვეულებრივი ხერხი, ესე იგი, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული რელიგია!
და თუ ეს ასეა, ამ პოლიტიკურ თამაშს რატომ ვთამაშობთ ჩვენც?” _ წერს ზურაბიშილი.