„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ადვოკატს საქმის მასალები გადასცეს. გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, საქმეში არის რამდენიმე მოწმე, რომელიც ვერ ადასტურებს ნიკა მელიას ბრალეულობას. ადვოკატის განცხადებით, მოწმეთა 99 % პოლიციელიის თანშმრომლები არიან და არც ერთ ვიდეოჩანაწერში ძალადობის და გადატრიალებისკენ ორგანიზება არ ჩანს.
პარლამენტმა ცოტა ხნის წინ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა.
პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 25 ივნისს ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.