ამ წუთებში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი უკვე იწყება. მელია სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. სასამართლო დარბაზში შესვლამდე კომენტარი გააკეთა მელიას უფლებადამცველმა გიორგი კონდახაშვილმა.
„დღეს მოსამართლე გოგოხიას აქვს შანსი დაწეროს ისტორია. განახორციელოს სამართლიანი მართლმსაჯულება და უარი თქვა ნიკა მელიას პატიმრობაზე. ეს არის ისტორიული შანსი და მე შევახსენებ ყველას, რომ ადამიანები თავიანთ ისტორიას ქმნიან თვითონ. მივმართავ სასამართლო კორპუსს, ეს არის შანსი რომ დღეს ყველაფრის მიღმა სასამართლო დადგეს, აჩვენოს პროკურატურასაც, აჩვენოს პოლიტიკოსებს ის რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, უნდა იყოს პრინციპული და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოსამართლე შეისმენს ათი ათასობით ადამიანის ხმა. ეს არის პოლიტიკური პროცესი რომელიც სასამართლომ უნდა დააბრუნოს სამართლებრივ ჩარჩოში,“-განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.