Developed By Web Features 2024 © All rights reserved
„91 პარლამენტარი რა ხასიათზეა, ძალიან მაინტერესებს” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო, პოლიტიკური დევნა და ისტერია სამართლებრივ ჩარჩოებში გადაიტანა.
როგორც გიორგი კონდახაშვილმა აღნიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოჩნდა, რომ ეს საქმე ფორსირებულად შეკერილია.
„91 პარლამენტარი რა ხასიათზეა, ძალიან მაინტერესებს. ერთმა მოსამართლემ ხაზი რომ გადაუსვა მთლიანად. როგორც იურისტი, საქმის ვითარებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე სწორი გადაწყვეტილებაა. ამის მიღმა პოლიტიკოსებმა გააკეთონ განცხადებები. შეზღუდვებზე ხმაურის გამო, ვერ გავიგე ზუსტად. როგორც გავიგე საჯარო ადგილებში სიტყვით გამოსვლა აეკრძალა. ამ საქმეს, რომ პერსპექტივა არ აქვს და ამ საქმეზე განაჩენი არ დადგება, ეს ამ გადაწყვეტილებით ფაქტობრივად წინასწარ არის განსაზღვრული. სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს საქმე ნულია. მტკიცებულებები მოგონილი და შეკერილია. არ არსებობს ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი. სამართლებრივ ბრძოლას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ადვოკატმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved