არც ერთი რეზინის ტყვია, რომელიც აკრძალულია ან არის ლეტალური ამ ღონისძიების დროს გამოყენებული არ ყოფილა და ვერ იქნებოდა – განაცხადა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა „რუსთავი 2″-ის ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად.
მინისტრის თქმით, ეს ტყვიები გამოძიების საქმეში არსებობს და დეტალებზე ის გასცემს პასუხს. გახარიას განცხადებით, 2012 წლის აგვისტოში არის ნაყიდი და მისი მინისტრობის პერიოდში ის პირველად გამოიყენეს.
„რთულია ამორალური განზომილებიდან საუბარი, რთულია გარკვეული შეფასებების მიცემა, რომელიც თქვენთვის იქნება მისაღები. მე ჩემი პასუხისმგებლობიანადვზივარ აქ. რასაც მე ვსაუბრობ, ვსაუბრობ მინისტრის რანგში, თითოეულ ჩემს სიტყვას, კარგად ვაცნობიერებ, აქვს სამართლებრივი მნიშვნელობა, არც ერთი რეზინის ტყვია, რომელიც აკრძალულია ან არის ლეტალური ამ ღონისძიების დროს გამოყენებული არ ყოფილა და ვერ იქნებოდა”.
მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გასცა ბრძანება ტყვიების გამოყენებაზე.
„არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გასცა ბრძანება ამ ტყვიების გამოყენებასა და არგამოყენებაზე. ყველაფერი, რაც ამ ღონისძიებასთან არის დაკავშირებული, ჩემი პასუხისმგებლობა. ჩვენი პასუხისმგებლობა გამოიხატება იმაში, რონ ბოლომდე მივიყვანოთ გამოძიება, რომელიც დაკავშირებულია ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით, როგორც სამოქალაქო პირების წინააღმდეგ უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში. რაც ამ ღამეს მოხდა, არის ჩემი პასუხისმგებლობა. თუ ეს ტყვიები არის ლეტალური, მაშინ ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა და მე პასუხს ვაგებ კანონის წინაშე და არა თქვენ წინაშე, ქალბატონო თამარ. ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა, ჩემი პასუხისმგებლობის ზონაა, სანამ არ დასრულდება გამოძიება, როგორც უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში, ასევე 225-ე მუხლით, სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმის ნაწილში, მე ვრჩები აქ, როგორც კი დავასრულებ, იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც მივიღებთ, არანაირი პრობლემა არ მაქვს ამ სავარძელში ჯდომა. ამ სავარძელში ჯდომა არის სწორედ ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც თქვენ საუბრობთ,“ – განაცხადა გახარიამ.