საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი “ეტალონი 2019” დასრულდა. ფინალისტთა შორის მოხვდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ფარცხმის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე გიორგი სიხარულიძე.
გიორგი ფინალისტებთან ბრძოლაში მეორე ადგილს დასჯერდა. მან 116 წამში 86 ქულა დააგროვა.
„ეტალონმა“ მასწავლა, რომ ასაკი მთავარი არ არის წარმატების მისაღწევად. ძალიან ბედნიერი ვარ. ნამდვილად არ მოველოდი სამეულში თუ მოვხვდებოდი. მადლობა „ეტალონს“, რომ მომცა შანსი, გამომემჟღავნებინა ცოდნა“, _ ამბობს გიორგი.