თურქეთში 82 სამხედრო მოსამსახურის დაპატიმრების ბრძანება გაიცა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სამხედრო პერსონალს ფეთჰულა გიულენთან კავშირი ედებათ ბრალად, რომელმაც 2016 წელს, თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, სამხედრო გადატრიალების მოწყობა სცადა.
გიულენი 1999 წლიდან პენსილვანიაში იმყოფება და თურქეთის ხელისუფლების ბრალდებას უარყოფს.