REUTERS-ის ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ ინდოეთში სხვადასხვა შენობა-ნაგებობებზე კედლების ნგრევა გამოიწვია. მომხდარის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა.
როგორც ცნობილია, ძლიერი წვიმის გამო მუმბაიში სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა შეწყდა, გარდა ამისა, დაიხურა სკოლები და ოფისები.
2005 წელს წყალდიდობას მუმბაიში 50 ადამიანი ემსხვერპლა.