თურქეთში, იზმირის პროვინციაში ნავთობის ტანკერი აფეთქდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას Hurriyet ავრცელებს. მაუწყებლის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 16 დაშავდა. როგორც ცნობილია, დაღუპული იტალიის მოქალაქეა.