“დააგროვე კეთილდღეობა” _ ამ სლოგანით საპენსიო სააგენტო ახალ ვიდეო რგოლს აქვეყნებს.
ვიდეო რგოლში, რომელიც ოჯახურ სცენას ასახავს ბაბუა-შვილიშვილის დიალოგია გადმოცემული.
რატომ უნდა ჩაერთოთ დაგროვებით საპენსიო სქემაში, რამდენს დააგროვებთ საპენსიო ასაკში და რა უპირატესობები აქვს საპენსიო დანაზოგს _ ეს ის ძირითადი აქცენტებია, რომელსაც ახალი ვიდეო რგოლი ასახავს.
საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ საპრომოციო ვიდეო რგოლების სერია გაგრძელდება და ახალი კლიპები ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
(R)