“აი, ნამდვილი სადარდებელი რა არის _ წავიდა ამ ცხოვრებიდან ადამიანი, რომელსაც კიდევ ბევრი კარგი რამის გაკეთება შეეძლო. ვერ დავეხმარეთ, ვერ გავუგეთ და გაგვიფრინდა.
გოგიჩა გარდაიცვალა.
ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს და მეც ვიღებ სამძიმარს”, _ ასე ეხმაურება მსახიობისა და ტელეწამყვანის გიორგი გოგიჩაიშვილის გარდაცვალებას „ბასტი-ბუბუს“ ხელმძღვანელი, თამრიკო სხვიტარიძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში.
გიორგი გოგიჩაიშვილი სიმსივნით იყო დაავადებული.