დღეიდან, 4 ივლისიდან თბილისში, მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობაზე ჯარიმა გაიზარდა. აქამდე უბილეთო მგზავრი 5 ლარით ჯარიმდებოდა, დღეიდან კი ჯარიმა 20 ლარი იქნება.
შესაბამისი ცვლილება საქართველოს პარლამენტმა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” მაისის ბოლოს შეიტანა.
ცვლილების თანახმად, უბილეთო მგზავრობაზე 5-ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე გაიზარდა, საურავის რაოდენობა კი 50 ლარიდან 40 ლარამდე შემცირდა.