„ნიკა დღეს აღარ არის უკვე დირექტორი, შესაბამისად, მას თუ რაიმე პრეტენზია აქვს შეუძლია მიმართოს სასამართლოს,“ – ეს განცხადება, „რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ გააკეთა.
პაატა სალია ამ წუთებში სამაუწყებლო კომპანიასთან იმყოფება. სალიას თქმით, ნიკა გვარამიას შეუძლია კომპენსაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით შეუძლია გაასაჩივროს.
„ნიკა დღეს აღარ არის უკვე დირექტორი, შესაბამისად, მას თუ რაიმე პრეტენზია აქვს სამართლებრივი პრეტენზია, გნებავთ არხის მესაკუთრესთან, გნებავთ მარეგისტრირებელ ორგანოსთან, კონტრაქტის მიხედვით უნდა იმოქმედოს და მოითხოვოს, არ ვიცი, თუ ფიქრობს, რომ ეკუთვნის კომპენსაცია, მოითხოვოს კომპენსაცია, ჩვენ სასამართლო გვაქვს, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებებს, შეუძლია მიმართოს სასამართლოს, არ ვიცი, ქართული სასამართლო უწერია, საერთაშორისო თუ რაღაც, მისი უფლებაა, მაგას მე ვერ შევუზღუდავ,“ – განაცხადა სალიამ.