“აი, ეს კომენტარი იყო ყველა კომენტარს შორის მდაბიო და სამარცხვინო”, _ ასე პასუხობს სოციალურ ქსელში “ოცნების” ყოფილი წევრი ეკა ბესელია რეგიონული განვითარების მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებას, რომ „ეკა ბესელიას მხრიდან მის პირად ცხოვრებაზე საუბარი უკვე ძალიან დამღლელია.“ ბესელია ცქიტიშვილის ამ განცხადებას გამაოგნებელს უწოდებს, მით უფორ, ქალისგან.
“დღემდე ვინარჩუნებ ეთიკურობას და არ ვსაუბრობ ბევრ რამეზე და მართლა ფიქრობს ვინმე თქვენგან, რომ სულ ესაა ყველაფერი??? აი, ეს კომენტარი იყო ყველა კომენტარს შორის მდაბიო და სამარცხვინო ….” _ წერს დეპუტატი სოციალურ ქსელში.