ბრიტანულმა გამოცემამ “Daily Mail” ვარსკვლავების ავტოგრაფების ფასები გამოაქვეყნა, რომლებსაც ორგანიზატორები კონცერტის ბილეთებთან ერთად ყიდიან. ეს გახლავთ ე.წ. “ვიპ” ბილეთები, რომლების საშუალებითაც გარკვეული პრივილეგიები ენიჭებათ. მაგალითად ვარსკვლავთან ფოტოს გადაღება, ავტოგრაფი და პატარა სუვენირი.
ერთ-ერთი მაგალითია ჯასტინ ბიბერი, რომელიც თქვენს ფოტოკამერაში მხოლოდ 350 ფუნტად თუ გაგიღიმებთ.
ბიბერისაგან განსხვავებით, რიანასთან ფოტო, ავტოგრაფი და სუვენირი 340 ფუნტი სტერლინგი უჯდებათ ფანებს.
ქეთი მერფის შემთხვევაში, ეს ყველაფერი უფრო ” იაფი” ღირს და დამატებით შედის პარკინგის ადგილი, სუვენირად ჩანთა და მხოლოდ 340 ფუნტი ღირს.
ვარსკვლავების ასეთ პრაგმატულობას მათი პიარ მენეჯერები შემდეგნაირად განმარტავენ: როდესაც მცირდება ალბომების გაყიდვა, ამ დროს ყველა ხერხი უნდა იხმარონ რათა ეს რაიმე სხვა შემოსავლით ჩაანაცვლონ. მართლაც ეს ხერხი ყველაზე მომგებიანია, რადგან ვარკვლავებს დამატებით 600 000 ფუნტი სტერლინგი ემატებათ შემოსავალი.