საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, დიდი შვიდიანის ლიდერებმა ვერ შეძლეს შეთანხმება, რომ მომავალი წლის სამიტზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდება, რუსეთს მიიწვევენ.
REUTERS-ის ინფორმაციით, მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ მისი და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ორგანიზებით მალე ჩატარდება სამიტი რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან, რომელიც უკრაინაში არსებულ კრიზისს შეეხება.