როგორ გგონიათ, ქალების უმეტესობას დედობის ტვირთის აღება საკუთარ თავზე ნებისმიერ ასაკში შეუძლია? არამც და არამც. არსებობენ ქალები, რომელთაც დედობრივი ინსტინქტების გასავითარებლად დრო და გარკვეული, ფასეულობათა გადაფასება ესაჭიროება. ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშანიც დიდწილად განაპირობებს იმას, რამდენად არის მზად ქალი ამა თუ იმ ასაკში დედობისთვის.
ადრეულ ასაკშივე მზადყოფნას გამოთქვამენ პირმშოს ინტერესებს შესწირონ საკუთარი პრიორიტეტები ისეთი ნიშნები როგორიცაა – კირჩხიბი, კურო, თევზები, ქალწული და მორიელი. ამ ნიშნით დაბადებული ქალები, თავგანწირული დედები და მოსიყვარულე მშობლები არიან.
შედარებით გვიან ყალიბდებიან დედობის ტვირთის საკუთარ თავზე ასაღებად – ვერძები, ტყუპი, მშვილდოსანები, სასწორები და ლომები. ასეთ ქალებს კარიერა უფრო პრიორიტეტულად მიაჩნიათ, ვიდრე ბავშვის აღზრდა, ცხოვრების გარკვეულ პერიოდში მაინც.
დაბოლოს, ნაკლებად აქვთ დედობრივი ინსტინქტები განვითარებული მერწყულებსა და თხის რქებს. მათთვის ბავშვის გაჩენა და მისი აღზრდა, საკმაოდ დამღლელი და სადავიდარაბო საკითხია. ამიტომ ისინი ან გვიან აჩენენ შვილებს, ან ცდილობენ, რომ პატარას აღზრდა ძიძებს ან ოჯახის დამხმარე წევრებს გადააბარონ.