წარმოგიდგენთ იმ მამაკაცთა ოთხეულს, რომელსაც ხშირად “წველიან“ ქალები.
ტყუპი _ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცი ფულს დაუდევრად ხარჯავს, რადგან მიაჩნია, რომ “ქარის მოტანილს ქარი წაიღებს.“ ერთ დღეს შესაძლოა ღამე გაათიოს ქალაქის ყველაზე ძვირად ღირებული სასტუმროს საპრეზიდენტო აპარტამენტში, მეორე დღეს კი მეტროთი სამგზავრო ფული არ ჰქონდეს. ქალები ტყუპის ქარაფშუტობას იყენებენ და მას დიდ თანხას ახარჯინებენ. საკმარისია უთხრან: “მოდი, თავაწყვეტით გავერთოთ, მაგარი ადგილი ვიცი!“
ლომი _ ლომი ბუნებით ძალიან ხელგაშლილია, მას მოსწონს ადამიანების დასაჩუქრება. როგორც იცით, ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცები გადამეტებით ზრუნავენ საკუთარ იმიჯზე. სწორედ სურვილი, დაამტკიცოს, რომ საუკეთესოა, უბიძგებს დიდი ფინანსური დანახარჯისკენ. ქალები სწრაფად უღებენ ალღოს ლომ მამაკაცებს, თავს მეფედ აგრძნობინებენ, მის თავმოყვარეობასაც შეუღიტინებენ და ისიც მარტივად სამართავი ხდება: ქალსთვის ყველაფერს ყიდულობს და ნებისმიერ ადგილას დაჰყავს – რაც უფრო პრესტიჟული იქნება დაწესებულება, მით უკეთესი, ეს ხომ მიანიშნებს რაოდენ მნიშვნელოვანი და დაწინაურებული მამაკაცია ლომი?!
მშვილდოსანი _ მშვილდოსანი ერთ-ერთი ყველაზე მფლანგველი ნიშანია. მისი აზრით, ფული იმისთვის გამოიგონეს, რომ დახარჯონ და ცხოვრებისგან სიამოვნება მიიღონ, ამიტომ დოლარების ბანკის ანგარიშზე შენახვა ან, უარეს შემთხვევაში, მუთაქაში დალპობა გონივრული არ არის. ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცი ფულს უმისამართოდ ხარჯავს. შესაბამისად, ქალი მის საფულეს ისე აცარიელებს, რომ საერთოდ ვერ ხვდება.
მერწყული _ მერწყულისთვის ფული მეორეხარისხოვანია. მთავარია, ქალთან თავი კომფორტულად იგრძნოს. ამ ნიშნის მამაკაცების გაცურებას ჭკვიანი ქალები ახერხებენ, მათ მოსმენა შეუძლიათ და თავს ისე იჭერენ, თითქოს ძალიან აინტერესებთ მერწყულის ნაბოდვარი. ნაბოდვარი, რა თქმა უნდა, მისი გადმოსახედიდან, რადგან შესაძლოა, მერწყული უაზიარებდეს იდეას, რომელიც სულ მალე სამყაროს თავდაყირა ამოაბრუნებს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს შეუძლიათ ერთ ვახშამზევე დახარჯონ მთელი თანხა, ან ქალის გასახარებლად მასთან ერთად შოპინგზე გაანიავონ ყველაფერი.