ამის შესახებ ინფორმაციას ქართველი მეცო სოპრანო ფეისბუქზე ავრცელებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
“ჩემი მული მანქანით იყო გაჩერებული შუქნიშანზე და ვიღაცა კაცი შეუხტა მანქანაში. მოახერხა და გააგდო მანქანიდან და ეგრევე დაძრა მანქანა. აღელვებისგან ვერ მშვიდდებოდა და იქვე გააჩერა, რომ დამშვიდებულიყო. ის მამაკაცი ისევ მივარდა და ჩახტომას ცდილობდა მანქანაში. ამჯერად მძღოლის მხრიდან. ჩემმა მულმა მოასწრო და კარები ჩაკეტა. ამ ადამიანმა შუშაზე ბრახუნი და ღრიალი განაგრძო. უყვიროდა “გამიღეო”. ბოლოს მოიკრიბა ძალები, დაქოქა მაქანა და გაიქცა. შეშინებული და აბსოლუტურ შოკში.
გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტი. მანქანა იყო ჩემი, პოლიციამ გაიარა ზუსტად იმ მომენტში, ეს კაცი შუშაზე რომ უბრახუნებდა და ღრიალებდა. დაინახეს, დააიგნორეს ფაქტი და წავიდნენ. ამის გარდა იქ,გარშემო იყო უამრავი ადამიანი, რომელთაგანაც არც ერთს არ მოუვიდა თავში აზრად ახალგაზრდა გოგოს დახმარებოდა!
ბრავო ჩვენს უმაქნის პოლიციას და ბრავო სუფრაზე ვაჟკაცები ვინც ხართ და ქუჩაში ლაჩრები!
აი ეს არის ეს ხელისუფლება! აი ამ ფორმით მოქმედებს უკვე! უბრალოდ, ის არ იციან, რომ მე ვერაფრით შემაშინებენ! დასკვნები თქვენ გამოიტანეთ! (ძაააალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უბრალოდ ვიღაცა გიჟი იყო _ თქვენთვისვე აჯობებს).
ამ ფაქტის მერე ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრის თავიდან ერთი ღერი თმაც რომ ჩამოვარდეს, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს არაოფიციალურ მმართველს ბიძინა ივანიშვილს!
(კიდევ ერთხელ ვიმეორებ _ დიდი იმედი მაქვს რომ ვიღაცა გიჟი იყო უბრალოდ და ასეთ დიქტატურამდე ჯერ არ მივსულვართ)“, _ წერის ანიტა რაჭველიშვილი.