ბახმაროში 30 სანტიმეტრი თოვლი მოვიდა _ ამის შესახებ “გურია ნიუსს“ შპს “კურორტ “ბახმაროს” დირექტორმა დავით საჯაიამ უთხრა.
ამ ეტაპზე ბახმაროში დარჩენილია რამდენიმე ოჯახი, მაგრამ ისინი არანაირი საფრთხის წინაშე არ არიან.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის გავრცელებული ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა და ლიპყინული) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
გზის დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.