სოციალურ ქსელ ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი სოფიო კუბლაშვილი ახლახან დაბადებული ხბოს ფოტოს აქვეყნებს.
როგორც ის ამბობს, ხბოს აკინი დაარქვა და ამით სურს გამოხატოს სოლიდარობა და მხარდაჭერა რეჟისორ ლევან აკინის და ფილმის _ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემოქმედებითი ჯგუფის მიმართ.
„გაიცანით _ აკინი! დღეს შუაღამით იგემა თავისუფლება. იქიდან ველოდებოდით ყოველ საათში, რაც კინოთეატრ „ამირანში“ სპეციალური დაცვით იმართებოდა სეანსები. ჩვენმა ოჯახმა ასე გამოვხატეთ სოლიდარობა და მხარდაჭერა ფილმის შემოქმედებითი ჯგუფისადმი და დაბადებამდე ორი დღით ადრე ვუწოდეთ სახელი აკინი ხბოს, შესახსენებლად, რომ ევროპისკენ გზა „აკინზე“ გადის!“ _ წერს კუბლაშვილი.