მგზავრს, რომელიც მოსკოვიდან ვლადივოსტოკში მიფრინავდა, ავიაკომპანიამ 370 000 უფასო მილი ჩამოართვა. მომხდარის შესახენ ინფორმაციას euronews ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ამის მიზეზი მგზავრის მიერ თვითმფრინავში მსუქანი კატის აყვანა გახდა.
გამოცემის ინფორმაციით, მგზავრა თვითმფრინავით ცხოველების გადაყვანის წესები დაარვია.
გალინის კატა ვიკტორი 10 კილოგრას იწონის, თვითმფრინავის სალონში კი 8 კილოგრამზე მძიმე ცხოველის აყვანა აკრძალულია.
კაცს არ უნდოდა რომ კატას სატვირთო განყოფილებაში ემგზავრა, ამიტომ აეროპორტში გამხდარი კატა მიიყვანა, თვითმფრინავში ასვლისას კი გადასაყვანიდან ვიკტორი აიყვანა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მომხდარს რუსეთის სათათბიროში გამოეხმაურნენ. კერძოდ, ეკოლოგიის კომიტეტის ხელმძღვანელმა „აეროფლოტს“ ცხოველების გადაყვანის წესების გადახედვისკენ მოუწოდა.
მან ასევე კომპანიას სთხოვა, რომ გალბინს ანულირებული მილები დაუბრუნონ.