დღეს ოზურგეთის მუნიცპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე წარმოადგინეს პეტიცია, მუნიციპალიტეტის მიერ შესაბამისი ფინანსური სახსრების და მიწის ნაკვეთის გამოყოფისტვის ოზურგეთში საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მოსაწყობად.
პეტიციაში ნათქვამია, რომ ოზურგეთში არ არსებობს სააფლაო ან სასაფლაოს ნწილი, რომელიც განკუთვნილი იქნება საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვისტვის, რომ გარდაცვალების შემდეგ პატივი მიაგონ ოზურგეთში მოღვაწე ხელოვნების, კულტურის და საზოგადო მოღვაწეებს, ოზურგეთის საპატიო მოქალაქეებს, საქართველოს ეროვნულ გმირებს და სხვა გამოჩენილ და ღვაწლმოსილ ადამიანებს.
ბიუროს გადაწყვეტილებით, პეტიცია დასარეგისტრირებლად მომზადდება.