“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ აუცილებელია შეცდომის გამოსწორება, რისთვისაც საჭიროა, ქვეყანა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადავიდეს.
„მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფმა მივიღეთ გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებლად, რომელსაც, დარწმუნებულნი ვართ, უკიდურესად შემჭიდროებულ ვადებში წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს, იმ იმედით, რომ ამ, ყველაზე დემოკრატიულ და სახალხო საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ქვეყანამ უკვე 2020 წლის არჩევნებისთვის შეძლოს“ ,- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.