ლანჩხუთის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი კახა ასკურავას განმარტებით, ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს ოპოზიციურ ფრაქციაში ჯერ არაა გადაწყვეტილება მიღებული ბოიკოტს გამოუცხადებენ სხდომებს თუ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას და 2020 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განიხილვა-დამტკიცებაში მიიღებენ მონაწილეობას.
“ვნახოთ. ისე, ჩვენი არდასწრება კომფორტია მათთვის”_ ამბობს ასკურავა, რომლის ფრაქციამაც 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენების შემდეგ საკრებულოს მუშაობას გარკვეული ხნით ბოიკოტი გამოუცხადა. მაშინ საკრებულოს სხდომებს პროტესტის ნიშნად “ევროპული საქართველოს” წევრი დეპუტატებიც არ ესწრებოდნენ. ამ ეტაპისთვის საბოლოო გადაწყვეტილებაზე შეჯერებულები არც “ევროპულები” არიან.
ცნობისთვის, მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვა 29 ნოემბრისთვის დაგეგმილ საკრებულოს სხომაზე მტავარ საკითხად იქნება წარმოდგენილი და მას მუნიციპალიტეტის პირველი პირი ალექსანდრე სარიშვილი წარადგენს.