“შემოდგომის ფერები”_ ასე ჰქვია მუსიკალურ კონცერტს, რომელიც ჩოხატაურის სამუსიკოს სკოლაში დღეს გაიმართა.
როგორც “გურია ნიუსს” სამუსიკო სკოლის მენეჯერმა, ნინო დოლიძემ უთხრა, კონცერტს ტრადიციული ხასიათი აქვს და ის ყოველთვის შემოდგომის მიწურულს ტარდება. დღეს გამართულ ღონისძიებაში კი დაახლოებით 60-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, მასწავლებლებმა შეასრულეს გია ყანჩელის ცნობილი სიმღერების პოპური.
„კონცერტს ტრადიციულად ყოველთვის შემოდგომის მიწურულს ვმართავთ. მონაწილეობს, როგორც ფორტეპიანოს, ასევე ფლეიტის კლასი. პედაგოგები გია ყანჩელის ხსოვნის საპატივცემულოდ ყანჩელის ცნობილი სიმღერების პოპურს ასრულებენ. კონცერტში მონაწილეობას იღებს დაახლოებით 60 მოსწავლე“,_ ამბობს დოლიძე.
ჩოხატაურის სამუსიკო სკოლის კონცერტზე ასევე შესრულდა ჩაიკოვსკის, შოპენის და სხვა კომპოზიტორების ცნობილი ნაწარმოებები.