გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია, ქარბუქი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 3 დეკემბერს გამოიდარებს.
4-5 დეკემბერს, ისევ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. მაღალმთაში მოთოვს, შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 2-4 დეკემბერს +9, +11 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 5 დეკემბერს +5, +7 გრადუსამდე დაიკლებს. 2 და 4-5 დეკემბერს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.