ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნასაკირალში მდებარე ობელისკის მიმდებარე ტერიტორიაზე “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთა“ ბაზაზე არსებული არაფორმალური განათლების ცენტრის – „ლიდერთა სკოლის მოსწავლეების მიერ დადგმული ძაღლის სახლები აიღეს.
“გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ამ სახლების დადგმის შემდეგ მოქალაქეებმა აღნიშნულ ადგილზე გააქტიურეს ძაღლების მიყვანა და დატოვება, რაც მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.
ა(ა)იპ „ცხოველთა სამყაროს“ თავმჯდომარე და სოფელ ბაილეთში არსებული ძაღლების კლინიკის ტექნიკური დირექტორი გულო ფუტკარაძე “გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ვინც ცხოველების გადაყრით არის დაკავებული, ის ძალიან უპასუხისმგებლო ადამიანია.
“გაკეთდა კეთილი საქმე. ობელისკის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ძაღლს გაუკეთეს ბავშვებმა სახლი, რომ ზამთარი თბილად გადაეტანათ ძაღლებს და ეს იდეა ჩაკლა იმ ადამიანებმა, რომლებიც ძაღლების გადაყრით არის დაკავებული.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან მივიდნენ ხალხი, მათ შორის მეც ვიყავი. ისინი ითხოვდა სახლების აღებას. ძალიან ბევრ ძაღლებს ყრიან და ტოვებენ უპატრონოდ, რამაც ადამიანების გარკვეული ჯგუფი აღაშფოთა.
მინდა გითხრათ, რომ ობელისკის ტერიტორიიდან 12 ლეკვი დაჩეხილი წავიყვანე და ვუპატრონე“, _ გვითხრა გულო ფუტკარაძემ.
მისივე თქმით, უკვე მიმდინარეობს კანონპროექტის განხილვები პარლამენტში და ახალი წლიდან ამოქმედდება ახალი რეგულაციები. დაჯარიმდებიან ის პირები, ვინც მკაცრად ექცევიან ცხოველებს.