სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 42 წელი გავიდა.
ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს.
მისი ინტრონიზაცია ამავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში შედგა, სადაც აღნიშნული თარიღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ლიტურგია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.