ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, დავით მჟავანაძემ, ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ 2020 წლის ბიუჯეტიდან 45%-ი ხელფასებშია გაწერილი.
“კონკრეტულად ვამბობ, რომ ა.(ა).ი.პ-ებში არის დასაქმებული “ქართული ოცნების“ აქტივისტები და მათ ეძლევათ ხელფასი იმისთვის, რომ შეასრულონ პარტიული დავალებები,“_ თქვა მჟავანაძემ.
მისივე თქმით, ხალხზე, რომლებიც არიან ა.(ა).ი.პ.-ებში დასაქმებული და მართლაც იმსახურებენ ხელფასების ზრდას, მათზე არ ვრცელდება არანაირი ცვლილებები.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე შარაშენიძის, თქმით, აქ არაფერ შუაშია პარტია.
“დაანებე პარტიას თავი, 90% ნაცმოძრაობის დროსაა დასაქმებული,“ _ თქვა შარაშენიძემ.
მისივე თქმით, კარგი იქნება თუ ჩატარდება ა.(ა).ი.პ-ებში ტესტირება და ამ საკითხზე საკრებულომ და მერიამ ერთად უნდა იმუშაონ.
უფრო ვრცლად, გთხოვთ იხილოთ ვიდეოში.