საქართველოს კუთხეების, მათ შორის, დედაქალაქის მაცხოვრებლებმაც, წინასაახალწლო სამზადისი უკვე დაიწყეს.
ეს პროცესი ერთის მხრივ ვაჭრობას, მეორე მხრივ კი დასუფთავებას უკავშირდება, ერთი კი მეორესთან ავტომატურ კავშირშია, რადგან შეძენილი სხვადასხვა პროდუქტები თუ ნივთები იდება პარკებში, ყუთებში, ხოლო ამ პარკებით ან კიდევ შეძენილი უფრო დიდი ზომის ცელოფნებითა თუ ყუთებით ხდება სახლიდან ე.წ. საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა და ნაგვის ურნებში განთავსება, რაც სხვა დღეებთან შედარებით, განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნაგვის დაგროვებას იწვევს.
„გურია ნიუსი“ გთავაზობთ ფოტოებს, რომელიც ამ წუთებში თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, კერძოდ, ვაზისუბანშია გადაღებული.
რა ინტენსივობით ხდება დედაქალაქის ქუჩებიდან ნაგვის ურნების დაცლა_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“ თბილსერვის ჯგუფს ესაუბრა.
როგორც გვითხრეს, არის ადგილები საიდანაც ნაგვის გატანა დღეში რამდენჯერმე ხდება, ასევე არის ადგილები, სადაც დასუფთავების სამსახურის მანქანები ორ დღეში ერთხელ მიდიან.
ამ ეტაპზე კი დასუფთავების სამსახური ახალი წლიდან გამომდინარე უკვე გადასულია საგანგებო რეჟიმზე, რაც ნიშნავს, რომ ურნების დასასუფთავებლად მისი გავსებისთანავე მიდიან.
„ამ ეტაპზე დღეში რამდენჯერმე ისანი-სამგორისა და ვაკე-საბურთალოს რაიონი სუფთავდება, რაც შეეხება ვაზისუბანს, ცენტრალური ქუჩებიდან ნაგვის გატანა დღეში ორჯერ ხდება, ხოლო კორპუსების ეზოებში განთავსებულ ურნებიდან დილაობით”,_ამბობენ თბილსერვის ჯგუფში.