ჩოხატაური-ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლემენტში ნინო წილოსანი 30 დეკემბერს ლანჩხუთში, სოფელ ლესაში ორ ოჯახს მოინახულებს, 12 საათზე “სოკარის“ ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ სკვერს გახსნის, კულტურის ცენტრში ასოციაცია “საბას“ მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტს დაესწრება და რეაბილიტირებულ სტადიონს დაათვალიერებს.
უკვე ნაშუადღევს, 16 საათისთვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ვანზომლეთში, ჯვარცხმასა და გუთურში შეჭირვებულ და დახმარების საჭიროების მქონე ოჯახებს ეწვევა.