პერევი-ქარძმანის ე.წ. გამშვები პუნქტი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საახალწლო დღეებში, 30 დეკემბერს უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით ჩაკეტეს, დღეს გაიხსნა.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი მოქალაქეები საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან.
მათი თქმით, ბევრ ადამიანს სურდა ახლობლებთან დღესასწაულზე გადმოსვლა, თუმცა, ვერარ მოახერხეს.