ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძისა და გიორგი ჯანაშიას საქმის განხილვა უზენაეს სასამართლოში იწყება.
სხდომა უზენაეს სასამართლოში 12:00 საათზე გაიმართება.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.
ბარბაქაძის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის თქმით, ის დადუნაშვილის ეპიზოდში არა სასჯელის გაუქმებას, არამედ სასჯელის შეცვლას მოითხოვს.
“ჩვენ ვასაჩივრებთ დადუნაშვილის ეპიზოდს, ხოლო ბრალდების მხარე ასაჩივრებს დავით სარალიძის ეპიზოდს,”_განაცხადა ჩინჩალაძემ.
დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი, ორი არასრულწლოვანი მოზარდი, თბილისში 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, მეორე- მეორე დღეს.