“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ოზურგეთში ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის დასი ახალგარემონტებულ შენობაში ამ წლის აპრილის დასასწყისში შევა.
ამ დროისთვის თეატრის შენობაში სარემონტო სამუშაოები დასასრულისკენ მიდის. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე ამბობს, რომ 153-ე თეატრალურ სეზონს ახალი სპექტაკლებით გაიხსნება.
“ფაქტიურად ყველაფერი დასრულებულია. შემოტანილია უახლესი აპარატურა. ახლა მიდის მხოლოდამხოლოდ სცენის მონტაჟი, აპარატურევის დალაგება, დასუფთავება. მარტის ბოლოს ან აპრილის დასასწყისში იგეგმება ოზურგეთის თეატრის დასის შესვლა შენობაში და ვფიქრობ, რომ 153 სეზონი კვირეულით გავხსნათ. გპირდებით, რომ მინიმუმ ოთხი ახალი სპექტაკლი იქნება.“ – გვითხრა ვასილ ჩიგოგიძემ.
თეატრის სარემონტო სამუშაოები ფონდი “ქართუს“ დაფინანსებით ხდება.
პ.ს. ფოტოების ავტორი გიორგი აბდალაძე და ოზურგეთის თეატრის პრესსამსახური, ლია კილაძე.