წუხელ საშინელი ავარია მოხდა ქვიშხეთთან.
მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც დედ-მამა სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა, მდინარეში გადავარდა. მამა ბაქარ ბანძელაძე შვილებთან ერთად ადგილზე დაიღუპა _ ბაქარი წყლიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს, ვერც ბავშვების, ორი ბიჭუნას და ერთი გოგონას გადარჩენა მოხერხდა. დედა, მარიანა ქორიძე უმძიმეს მდგომარეობაში მცხეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელდა ინფორმაცია დედის გარდაცვალების შესახებაც, რომელიც, როგორც გაირკვა სიმართლეს არ შეესაბამება.
ოჯახი ბაკურიანიდან ბრუნდებოდა, სადაც პატარა გოგონას დაბადების დღე აღუნიშნეს.