ბრიტანული გამოცემის Daily Mail-ის ინფორმაციით, 41 წლის ლეგენდარული კალათბურთელი, კობი ბრაიანტი, ავიაკატასტროფისას გარდაიცვალა.
NBA-ის ვარსკვლავი ვერტმფრენით კალიფორნიაში გადაადგილდებოდა, რა დროსაც კატასტროფა განიცადა.
კობი ბრაიანტთან ერთად ეკიპაჟის 4 წევრიც დაიღუპა. შემთხვევა, კვირას დილით მოხდა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა კალადბურთელმა მთელი კარიერა “ლოს ანჯელეს ლეიკერსში” გაატარა (1996-2016).
ამ პერიოდში ის 5-ჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი (2000, 2001, 2002, 2009, 2010). ასევე, ის 2009 და 2010 წლებში ფინალების MVP-იც გახდა.
კალათბურთელმა All Star-ის 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
NBA-ის ისტორიაში, საუკეთესო მექულეთა შორის კობი მე-4 ადგილს იკავებს. მას ლებრონ ჯეიმსმა გასულ კვირას გადაასწრო.