კორონავირუსი ამ დროისთვის საქართველოში გავრცელებული არ არის, მაგრამ საზოგადოების ნაწილი პანიკაშია. პანიკაში ჩავარდნილ მოსახლეობას ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში მიმართავს.
„უძვირფასესებო, რაც ჯერ არ გვჭირს, იმაზე ნერვიულობას, რაც უკვე გვჭირს, იმაზე რომ ვინერვიულოთ, მგონი უფრო რაციონალური იქნება. კორონავირუსის გარდა, სიკვდილის იმდენნაირი, სერიოზული და სულელური, გემოვნებიანი თუ უგემოვნო მიზეზი არსებობს, თითოეულზე წინასწარ წამის მეათედი რომ იღელვო, კვირის ბოლოს, გადაღლილობით მოკვდები. და თუ თქვენსას არ იშლით და უკვე არჩევანი გავაკეთეთ და მაინცდამაინც კორონავირუსით უნდა დავიხოცოთ, მითუმეტეს, სად გვცალია ნერვიულობისთვის, ჩემი წინადადებაა, სანამ დავხოცილვართ, კარგი დრო ვატაროთ. მაგალითად, ახალი წელი გავიმეოროთ, გოზინაყი გავაკეთოთ, აღდგომა ვიზეიმოთ წინასწარ, ბოლოს და ბოლოს”,_ წერს ფანჯიკიძე ფეისბუქში.