„წავედი მხოლოდ დალაი ლამას და რომის პაპის თანამდებობებიდან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვრჩები“,_ ასე გამოეხმაურა გრიგოლ ვაშაძე, გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტი სააკაშვილთან კონფლიქტის გამო დატოვა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის პირადი შტაბი ხელისუფლებასთან ბრძოლის კიდევ ერთი პლატფორმაა.
„ყველა სისულელეს რატომ უსმენთ, რამდენი მოცლილი რაღაცას დაწერს ფეისბუქში. როგორ წარმოგიდგენიათ ახლა ჯერ ჩემი და მიშას კონფლიქტი და მეორე ის, რომ მე გადავდექი, გადავდექი ისე, რომ ეს იცის ვიღაცამ და მე არ მივმართე, თეორიულად გელაპარაკებით
მიხეილ სააკაშვილის პირადი შტაბი არის კიდევ ერთი პლატფორმა, რომელიც იბრძოლებს იმისთვის, რომ საქართველოს მოაშოროს ის უმსგავსო ჯგუფი, რომელიც თავის თავს ეძახის ხელისუფლებას და ყურებამდე არის ჩაფლული კორუფციაში“,-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.