გადაშენების პირას მყოფი ნაცრისფერი ძუ მგელი OR-54 მეწყვილის ძებნისას დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა unilad ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მგლის რადიოგადამცემმა მუშაობა დეკემბერში შეწყვიტა.
კალიფორნიის ველური ბუნების დეპარტამენტის ინფორმაციით, მგელი 3-4 წლის იქნებოდა.
მგლის საყელოს მონაცემებით, ის დროის დიდ ნაწილს აღმოსავლეთ კალიფორნიაში ატარებდა.
ამავე მონაცემების მიხედვით, მგელმა მეწყვილის საძებნად 8 000 მილი გაიარა, საიდანაც 1013 მილი 2019 წლის ოქტომბერ-ნოემბერში დაფარა. დღეში 13 კი მილს გადიოდა.
მგლის სიკვდილის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
ბიოლოგიურ მრავალფეროვნების ცენტრში დასავლეთ სანაპიროს მგლების ადვოკატის თქმით, მომხდარი ტრაგედიაა, რადგან ის OR-7-ის მსგავსად, იმედის შუქურა იყო, რომ კალიფორნიაში მგლები კვლავ დაბრუნდებიან.