ქუთაისში, “დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში” ორსული ქალი გარდაიცვალა.
33 წლამდე ასაკის ქალის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ გართულებული ვირუსული ინფექცია გახდა.
ორსული ქალი თავდაპირველად ამბროლაურის რეფერალურ კლინიკაში სუნთქვის უკმაროსიობისა და გართულებული პნევმონიის ნიშნებით ორი დღის წინ მიიყვანეს, რის შემდეგადაც, კატასტროფის ბრიგადამ ქუთაისში გადაიყვანა.
“მძიმე მდგომარეობაში იყო. აღენიშნებოდა სუნთქვის უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია. მაშინვე ჩვენების მიხედვით გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე. ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები, მკურნალიბაც, მაგრამ სამწუხაროდ, რამდენიმე საათში პაციენტი გარდაიცვალა. ყველა ანალიზი გადაგზავნილია შემოწმებაზე. სავარაუდო არის ვირუსული ინფექცია, მაგრამ ანალიზები გადაგზავნილია და ველოდებით პასუხს”,- განაცხადა სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა, თამარ ჯანელიძემ „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას.
პაციენტი 8 თებერვალს გარდაიცვალა.