დღეს, 11 თებერვალს, 17:00 საათზე ანა ნაცვლიშვილი თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
17 იანვარს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრებმა ანა ნაცვლიშვილმა და კახა კოჟორიძემ მოსამართლე გიორგი არევაძის, ვანო ზარდიაშვილისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება შეიტანეს და გამოძიების დაწყება მოითხოვეს.