საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა თეთნულდზე უკრაინის მოქალაქის ცხედარი იპოვეს.
„11 თებერვალს, დილით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მესტიის სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება, რომ ტურისტების ჯგუფი ვერ ახერხებდა ჯგუფის ერთ-ერთ წევრთან დაკავშირებას. გაუჩინარებული შესაძლოა ყოფილიყო 10 თებერვალს თეთნულდზე ჩამოწოლილი ზვავის ტერიტორიაზე.
შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები გაემგზავრნენ შემთხვევის ადგილზე.
საძიებო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა უკრაინის მოქალაქის ცხედარი იპოვეს“,_ აცხადებენ უწყებაში.