პოლიტიკურ ძალებს შორის უნდა იყოს ცივილიზებული ურთიერთობა, სხვას, ვისაც რა შტაბი უნდა, თავისთვის შექმნას, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.
„ეს უნდა იყოს ცივილიზებული ურთიერთობა პოლიტიკურ ძალებს შორის. „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისი არის კარგი. მადლობელი ვართ შალვა ნათელაშვილისა და მისი გუნდის, რომ ამას ძალიან კარგად, ძალიან კორექტულად მასპინძლობენ და ეს რატომ უნდა შეიცვალოს?! ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს. სხვას, ვისაც რა უნდა, რა შტაბიც უნდა, თავისთვის შექმნას, მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა ბოკერიამ.